Accessibility links

logo-print

რუსეთი მზადაა ნავთობის წარმოება იანვრის დონეზე გაყინოს


რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის გაყინოს ნავთობის წარმოება იანვრის დონეზე, ანუ დღეში აწარმოოს 10 მილიონზე ოდნავ მეტი ბარელი ნავთობი, როგორც ამაზე შეთანხმდა სხვა მწარმოებლებთან. მაგრამ, ნოვაკის თქმით, ოპეკის წევრი და და არაწევრი ქვეყნების შეხვედრაზე, შეიძლოება წამოაყენონ წინადადებები სხვა თვეების, მაგალითად თებერვლის დონის შესახებ. რუსეთი, თქვა მან, ამ შემთხვევაშიც მზად იქნება. რუსეთი, საუდის არაებეთი, ყათარი და ვენესუელა თებერვალში შეთანხმდნენ, რომ გაძლიერებინათ მხარდაჭერა წარმოების ერთ დრნეზე გაყინვისთვის, რათა შეეჩერენათ ფასის დაცემა.

XS
SM
MD
LG