Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეშელი კოსოვოში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს


სერბი ნაციონალისტების ლიდერს, ვოისლავ შეშელს კოსოვოს ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს. კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტრიტ სელიმიმ განაცხადა, რომ შეშელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა მიზეზების გამო, რომლებიც სამწუხაროდ იცის მისი მომაკვდინებელი სიტყვების და ქმედებების მსხვერპლმა ბალკანეთში. ნაციონალისტური, "სერბიის რადიკალური პარტიის" ლიდერი აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და სურდა კოსოვოს იმ არეალში ჩასვლა, სადაც სერბები სახლობენ. ადრე ხორვატიამ განაცხადა, რომ აუკრძალავს შეშელს თავის ტერიტორიაზე შესვლას, ამავე სახის გადაწყვეტილებას განიხილავს ბოსნია. ბალკანეთის ეს ქვეყნები აღშფოთებული იყვნენ ჰააგის ტრიბუნალის გადაწყვეტილებით, გაემართლებინა და გაეთავისუფლებინა შეშელი, რომელსაც 1990-იან წლებში ხორვატებისა და ბოსნიელი მაჰმადიანების მიმართ საომარი დანაშაულის ჩადენა ბრალდებოდა.

XS
SM
MD
LG