Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერი მოულოდნელად ეწვია ავღანეთს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი მოულოდნელ ვიზიტად ჩავიდა ავღანეთში, რათა სცადოს იქ არსებული ვითარების განმუხტვა. მზარდი პოლიტიკური კრიზისი ავღანეთში ნაწილობრივი მოჰყვა სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მისი შუამავლობით მიღწეულ ეროვნული ერთობის შეთანხმებას. კერის ვიზიტის ფონზე პოლიტიკური დაპირისპირებაა ეროვნული ერთობის მთავრობაში, რომელსაც მეთაურობენ პრეზიდენტი, აშრაფ ღანი და აღმასრულებელი უწყების მეთაური, აბდულა აბდულა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ჯონ კირბის თქმით, კერი ხაზს გაუსვამს აშშ-ის მხარდაჭერას ავღანეთის მთავრობისა და უშიშროების ძალებისთვის, რომელიც თალიბანის მზარდ ძალებს ებრძვის. 2017 წლისთვის ავღანეთში აშშ-ის სამხედრო პერსონალის რიცხვი 5500-მდე შემცირდება ახლანდელი 9800-იდან. კერი ქაბულში ხვდება აბდულას და ღანის.

XS
SM
MD
LG