Accessibility links

logo-print

ბელგიაში ბრალი წაუყენეს პარიზის ტერაქტების მონაწილეობაში ეჭვმიტანილს


ბელგიის პროკურატურამ პარიზის ტერაქტებში მონაწილეობაში ეჭვმიტანილს ბრალად წაუყენა ტერორისტული მკვლელობა და ტერორისტულ გაერთიანებაში წევრობა. თუმცა, პროკურატურა არ არის დარწმუნებული, რომ მოჰამად აბრინია „ქუდიანი კაცია“, რომელიც ბრიუსელის აეროპორტში ვიდეოკამერის მიერ გადაღებულ კადრებზე აფეთქების ორ მომწყობთან ერთად დგას. 8 აპრილს დაკავებული აბრინი ბოლო პირია, რომელიც მიმალვაში იყო და ეჭვმიტანილია პარიზის ტერაქტებში. 13 ნოემბერს საფრანგეთის დედაქალაქში 130 ადამიანი იმსხვერპლეს ტერორისტებმა. ბელგიის პროკურატურამ ბრალი წაუყენა ტერორისტულ მკვლელობაში ოსამა კა-საც, რომელიც 9 აპრილს დააკავეს, და რომელიც შვედეთიდანაა.

XS
SM
MD
LG