Accessibility links

logo-print

თურქმენეთის პრეზიდენტმა მაღალი თანამდებობის პირები დაითხოვა


თურქმენეთის პრეზიდენტმა, ყურბანგული ბერდიმუჰამედოვმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ეკონომიკის და ვაჭრობის მინისტრები, ასევე საგადასახადო უწყების ხელმძღვანელი. ბერდიმუჰამადოვის თქმით, გათავისუფლება მოხდა მათ საქმიანობაში „სერიოზული ნაკლოვანების“ გამო. ამ პირების თანამდებობიდან დათხოვა მოჰყვა თურქმენეთის ეკონომიკის ზრდის შენელებას და ექსპორტის შემცირებას. ბუნებრივი გაზით მდიდარი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 6,3 პროცენტამდე შემცირდა, შარშანდელი მაჩვენებელი 10 პროცენტს უდრიდა, განაცხადა პრეზიდენტმა მთავრობის სხდომაზე. მსოფლიო ბანკის ექსპერტების თანახმად, თურქმენეთის ეკონომიკური ზრდა შემცირდა ხუთ პროცენტამდე, შარშანდელ ექვსნახევარ პროცენტთან შედარებით.

XS
SM
MD
LG