Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის და სირიის არმიები ალეპოს განთავისუფლებას ამზადებენ


რუსეთის შეიარაღებული ძალები და სირიის არმია ემზადებიან ალეპოს განთავისუფლებისთვის, განაცხადა სირიის პრემიერ-მინისტრმა, ვაელ ალ-ჰალაკიმ მოსკოვში, კანონმდებლებთან შეხვედრისას. „რუს პარტნიორებთან ერთად ვამზადებთ ოპერაციას, რათა გავათავისუფლოთ ალეპო და შევაჩეროთ ყველა უკანონო შეიარაღებული დაჯგუფება, რომლებიც არ შეუერთდნენ ან დაარღვიეს ზავი, მოჰყავს ტასს-ს ჰალაკის სიტყვები. ათი აპრილის ცნობით, რომელიც სირიის მეთვალყურეთა ჯგუფმა გაავრცელა, გასულ 24 საათში ალეპოს გარშეო ბრძოლისას მთავრობის ჯარის 16 ჯარისკაციდა ალ-ყაიდასთან დაკავშირებული რაზმების 19 მეომარი მოკლეს. ისლამური სახელმწიფოს რაზმები და ალ ნუსრის ჯარი გამორიცხული არიან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის და რუსეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან.

XS
SM
MD
LG