Accessibility links

logo-print

ირანი: სარაკეტო პროგრამაზე მოლაპარაკება არ იქნება


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თეირანი არ აპირებს მოლაპარაკების გამართვას აშშ-თან თავისი სარაკეტო პროგრამის გარშემო. სარაკეტო პროგრამა და ისლამური რესპუბლიკის თავდაცვითი შესაძლებლობები მოლაპარაკებას არ ექვემდებარება, განაცხადა მოჰამად ჯავად ზარიფმა ათ აპრილს ესტონელ კოლეგასთან, მარინა კალიურანდთან შეხვედრის შემდეგ. ზარიფის თქმით, ბირთვული შეთანხმება, რომელსაც ირანმა მიაღწია გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებთან და გერმანიასთან, არ შეიცავს სარაკეტო პროგრამას, რომელიც თეირანის თანახმად, თავდაცვითი ხასიათისაა. ბირთვული შეთანხმებით, ირანმა საგრძნობლად შეამცირა თავისი ბირთვული პროგრამა. ზარიფის თქმით, თუ ვაშინგტონი სერიოზულად ფიქრობს ახლო აღმოსავლეთში თავდაცვის თემაზე, უნდა შეწყვიტოს იარაღის მიწოდება საუდის არაბეთისა და ისრაელისთვის. ზარიფის კომენტარი პასუხი იყო სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებაზე, რომ აშშ ღიაა ირანთან ახალი შეთანხმებისთვის სარაკეტო გამოცდების თაობაზე უთანხმოების მოგვარების მიზნით. ზარიფმა დაადანაშაულა აშშ ირანის „უსაფუძვლო და გაცვეთილი“ ბრალდებებში. მან თქვა, რომ „კერიმ აშშ-ის მოკავშირეებს უნდა ჰკითხოს, ვინ აწვდის იარაღს "ისლამურ „სახელმწიფოს“, ვინ ყიდულობს ტერორისტული ორგანიზაციისგან ნავთობს და ერაყსა და სირიაში ნაძარცვ ანტიკურ ნივთებს, მოჰყავს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვები სააგენტო ირნას.

XS
SM
MD
LG