Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის პოლიციამ გადაარჩინა მიგრანტები


ბრიტანეთის პოლიციამ გადაარჩინა ავღანელი ბიჭუნა და 14 მოზრდილი, რომლებიც დალუქული სატვირთო ავტომანქანით გადაჰყავდათ. 6-7 წლის აჰმედმა, მობილური ტელეფონით შეტყობინება გააგზავნა, რომ „ჟანგბადი“ თავდებოდა. ამბავი მოხდა 7 აპრილს. მან საფრანგეთის მიგრანტთა ბანაკში ყოფნისას, ბრიტანელი ჰუმანიტარული მუშაკის მიერ ნაჩუქარი ტელეფონიდან მისწერა ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომელს, რომელიც ნიუ იორკში იმყოფებოდა კონფერენციაზე. მან ბრიტანელ კოლეგებს მიმართა, ისინი დაუკავშირდნენ პოლიციას, რომელმაც მიაგნო ტელეფონის მოქმედების არეალს და ავტომანქანა გააჩერა. პოლიციამ გადარჩენილები საიმიგრაციო სამსახურს გადასცა. საავადმყოფოში არავინ მოუთავსებიათ. დააკავეს ერთ იეჭვმიტანილი, რომ არალეგალურ იმიგრაციასთან არის კავშირში. საქველმოქმედო ორგანიზაცია, „დაეხმარე ლტოლვილებს“ ამბობს, რომ ბავშვებს ჩუქნის ხოლმე მობილურ ტელეფონებს, რათა დაეხმაროს მათ უსაფრთხოებაში.

XS
SM
MD
LG