Accessibility links

logo-print

შინაპატიმრობაში მყოფმა ოპოზიციონერმა, მეჰდი ქარუბიმ ირანის პრეზიდენტს მიმართა


ირანელმა ოპოზიციონერმა, მეჰდი ქარუბიმ, რომელიც 2011 წლის შემდეგ შინაპატიმრობაში იმყოფება, პრეზიდენტ ჰასან როჰანის მოუწოდა, „ავტოკრატიულ“ მმართველ ძალებს თხოვოს, სასამართლო პროცესი გამართონ. ირანის ხელისუფლებამ ქარუბი და მისი მომხრე, მირ ჰოსეინ მუსაუი, მის ცოლთან, ზაჰრა რაჰნავარდისთან ერთად შინაპატიმრობაში მოათავსა მას მერე, რაც მათ ირანის ლიდერები არაერთხელ გამოიწვიეს 2009 წლის სადავო საპრეზიდენტო არჩევნების გამო, როცა აჰმადინეჟადმა გაიმარჯვა. მათ გააკრიტიკეს ასევე დემონსტრაციების ჩახშობა არჩევნების შემდეგ. ქარუბი პარლამენტის ყოფილი სპიკერია, მუსავი, ყოფილი პრემიერი; ორივე მონაწილეოდა საპრეზიდენტო არჩევნებში 2009 წელს, ქარუბი -2005 წელსაც. როჰანისადმი გაგზავნილ წერილში, რომელიც ოპოზიციურმა საიტმა გამოაქვეყნა 9 აპრილს, ქარუბი წერს, რომ ის მზად არის, სასამართლოს დაუმტკიცოს, რომ 2005 და 2009 წლის არჩევნები გაყალბებული იყო. მისი თქმით, ის გამოამზიურებს პატიმრების ტანჯვას ირანის „ლეგალურ და არალეგალურ“ ციხეებში. ქარუბი წერს, რომ მან იცის, როჰანის არ აქვს ძალაუფლება, მისი შინაპატიმრობა დაასრულოს. პრეზიდენტმა როჰანიმ, თავის წინასაარჩევნო კამპანიისას განაცხადა, რომ იმუშავებს პოლიტიკური პირების შინაპატიმრობის დასრულებისთვის. ირანის მკაცრი ხაზის მომხრე პირები ქარუბის და მუსავის ადანაშაულებენ ისლამური რესპუბლიკისთვის ზიანის მიყენებაში.

XS
SM
MD
LG