Accessibility links

logo-print

ციხიდან გაათავისუფლეს ირანელი კინორეჟისორი


ირანელი კინორეჟისორი, მოსტაფა აზიზი, რომელიც ტორონტოში ცხოვრობდა და რომელსაც შარშან ირანში ჩასვლის შემდეგ რვა წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ციხიდან გაუშვეს. ამის თაობაზე ტვიტერით იტყობინება მისი ვაჟი, არაშ აზიზი. არაშის თქმით, მამამისს ამნესტია შეეხო. მოსტაფა აზიზის ირნის მმართვლი ძალების, სხვათა შორს აიათოლა ალი ხამენეის, საწინააღმდეგო პროპაგანდის გავრცელების ბრალდბით გამოუტნეს განაჩენი. კინორეჟისორი კანადაში ცხოვრობდა და მოხუცი მამის მოსანახულებლად ჩავიდა ირანში, როცა დააკავეს და გასამართლეს. უფლებადამცავი ჯგუფები მის განთავისუფლებას ითხოვდნენ.

XS
SM
MD
LG