Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორმა თვითმკვლელმა სტავროპოლში თავი აიფეთქა


რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ორმა თვითმკვლელმა მოიერიშემ თავი აიფეთქა რუსეთის სტავროპოლის რეგიონში მდებარე ერთ-ერთ სოფელში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით თავდასხმის სამიზნე იყო ადგილობრივი პოლიციის განყოფილება. როგორც იუწყებიან თავდასხმის შედეგად ორივე თვითმკვლელი ადგილზევე დაიღუპა. პოლიციელთაგან არავინ დაშავებულა. სტავროპოლის რეგიონი ესაზღვრება მშფოთვარე ჩრდილოეთ კავკასიას. მომხდარი თავდასხმის შედეგად სტავროპოლში ანტიტერორისტული რეჟიმი გამოცხადდა.

XS
SM
MD
LG