Accessibility links

სამართალდამცველებმა სტავროპოლში მესამე თავდამსხმელი გაანადგურეს


რუსეთის ხელისუფლების ცნობით, სამმა თვითმკვლელმა სცადა სტავროპოლის რეგიონული პოლიციის შენობაზე თავდასხმა. აქედან ორმა თავი აიფეთქა, მესამე კი სამართალდამცველებმა გაანადგურეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. თავდასხმის შედეგად პოლიციელთაგან არავინ დაშავებულა. მშფოთვარე ჩრდილოეთ კავკასიის მოსაზღვრე სტავროპოლის რეგიონში მომხდარი თავდასხმის შედეგად ანტიტერორისტული რეჟიმი გამოცხადდა.

XS
SM
MD
LG