Accessibility links

ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად სამუშაო ადგილებს მიიჩნევს NDI-ს დაკვეთით გამოკითხულთა უმრავლესობა


ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად სამუშაო ადგილებს მიიჩნევს NDI-ს დაკვეთით გამოკითხულთა უმრავლესობა, 57%. დღეს გამოქვეყნებულ ამავე ჩამონათვალში 35%-ით მეორე ადგილზეა ინფლაცია, მესამეზე სიღარიბე 30%-ით და მეოთხეზე პენსია 26%. პირველი ხუთეულის ბოლო ადგილზეა ტერიტორიული მთლიანობა, რომელსაც ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად მიიჩნევს გამოკითხულთა 23%. ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 47% აცხადებს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ის და მისი ოჯახი იგივე მდგომარეობაში არიან, 42% მიიჩნევს, რომ უარესად და მდგომარეობას გაუმჯობესებულად აფასებს 10%.

XS
SM
MD
LG