Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს


ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრმა თემირ სარიევმა განაცხადა, რომ იგი გადადგება თანამდებობიდან. აღნიშნული განცხადება ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში 11 აპრილს, სამთავრობო სხდომაზე გაკეთდა მას შემდეგ, რაც პარლამენტის რამდენიმე წევრმა სარიევი და მისი კაბინეტი კორუფციაში დაადანაშაულეს. „კინკლაობამ, ჭორმა და მითქმა-მოთქმამ მთავრობის მუშაობის პარალიზება მოახდინა ამ რთულ პერიოდში“, - აღნიშნა სარიევმა.

XS
SM
MD
LG