Accessibility links

logo-print

ირანმა რუსეთისაგან საზენიტო-სარაკეტო შეიარაღების პირველი პარტია მიიღო


ირანმა რუსეთისაგან მიიღო შორი მოქმედების რადიუსის, ს-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის პირველი პარტია. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯაბერ ანსარიმ განუცხადა ირანის სახელმწიფო სააგენტო მეჰრს. რუსეთსა და ირანს შორის ამ კლასის საზენიტო-სარაკეტო სისტემის მიყიდვის თაობაზე კონტრაქტს ხელი 2015 წლის შემოდგომაზე მოეწერა. დასავლეთის მხრიდან ზეწოლის გამო, ამ კლასის შეიარაღების მიწოდებაზე კრემლმა 2010 წელს თქვა უარი. მაგრამ საერთაშორისო საზოგადოების მიერ ირანზე დაწესებული სანქციების შერბილების შემდეგ, ვლადიმირ პუტინმა 2015 წლის აპრილში გააუქმა მის მიერვე გამოცემული განკარგულება.ისრაელი გადაჭრით ეწინააღმდეგება საჰაერო თავდაცვითი იარაღის მიწოდებას ირანისათვის, რომელიც არ აღიარებს ებრაელთა სახელმწიფოს.

XS
SM
MD
LG