Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის არმია ალეპოს გასათავისუფლებლად ემზადება


სირიის არმია, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მხარდაჭერით ემზადება მეამბოხეებისგან გაანთავისუფლეს ქალაქი ალეპო. ამის თაობაზე 10 აპრილს მოსკოვში, რუსეთის სენატში მყოფმა სირიის პრემიერ-მინისტრმა ვაელ ალ ჰალაკიმ განაცხადა. ბრძოლები ალეპოსათვის განვლილი დღე-ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. შეტაკებებში სირიის რეჟიმის მომხრე 16 მებრძოლი და „ალ ყაიდასთან“ დაკავშირებული „ან ნუსრას“ ფრონტის 19 წევრი დაიღუპა. ლონდონში მოქმედი ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ცნობით, ბრძოლები კვლავაც გრძელდება ალეპოს პროვინციის სამხრეთში მდებარე რამდენიმე ფრონტზე.

XS
SM
MD
LG