Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იწყება ახალი კამპანია სახელწოდებით „სამართალი ითხოვს“


არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ”დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” იწყებს ახალ კამპანიას, სახელწოდებით „სამართალი ითხოვს.“ კამპანიის მთავარი მოთხოვნებია დაუყოვნებლივ და სრულყოფილად განხორციელდეს რეფორმა, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს მოსამართლეთა ინდივიდუალურ და ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, რეალურად და დროულად უნდა შეიცვალოს მოსამართლეთა დანიშვნის, გათავისუფლების და დაწინაურების და საქმეთა განაწილების წესები. კოალიცია ”დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მოითხოვს, რომ კანონმდებლობის გაუმჯობესებასა და კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანამდე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეაჩეროს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესი.

XS
SM
MD
LG