Accessibility links

logo-print

თანამდებობიდან გადადგა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი


თანამდებობიდან გადადგა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ყაზბულატ ცხოვრებოვი - ამის შესახებ სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება სააგენტო „სპუტნიკ ოსეტია.“ მისი ინფორმაციით, ცხოვრებოვმა, რომლის გადაწყვეტილების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, გადადგომის განცხადებით 11 აპრილს მიმართა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს ლეონიდ თიბილოვს. ყაზბულატ ცხოვრებოვი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრად 2015 წლის ივლისში დაინიშნა.

XS
SM
MD
LG