Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში თალიბებმა „საგაზაფხულო თავდასხმების“ სეზონი გამოაცხადეს


ავღანეთში თალიბებმა გამოაცხადეს "საგაზაფხულო თავდასხმების" სეზონის დაწყება. ისინი, ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად, გაზაფხულზე აკეთებენ ხოლმე ასეთ განცხადებას, რომელსაც ძალადობის გააქტიურება ახლავს. მედიისათვის 12 აპრილს გაგზავნილ ელექტრონულ წერილში, ექსტრემისტები აცხადებენ, რომ „საგაზაფხულო ოპერაცია" დილას, ადგილობრივი დროით 5 საათზე დაიწყო. თალიბანი წლევანდელ სეზონს უწოდებს „ოპერაცია ომარს“, რათა პატივი მიაგოს თალიბანის დამაარსებლის, სამი წლის წინ გარდაცვლილი მოლა მოჰამად ომარის ხსოვნას. თალიბანის განცხადებაში "მოვალეობად" არის მოხსენიებული ამერიკელი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლა. თალიბანის ახალმა ლიდერს, მოლა ახტარ მანსურსს გააქტიურებული აქვს ბრძოლა ავღანეთში - ის გაშლილია ქვეყნის ყველა რეგიონზე. გასულ წელს თალიბანმა შეძლო რამდენიმე დღით დაეპყრო დიდი ქალაქიც, კუნდუზი.

XS
SM
MD
LG