Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში ავარია განიცადა რუსეთის სამხედრო ვერტმფრენმა


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სირიაში ჩამოვარდა რუსეთის სამხედრო ვერტმფრენი. დაიღუპა ეკიპაჟის წევრი ორი სამხედრო მოსამსახურე. სამინისტროს ინფორმაციით, MI 28 ტიპის მოიერიშე ვერტმფრენი არ ჩამოუგდიათ, მან 12 აპრილის დილას ავარია განიცადა ჰომსის პროვინციაში. დაღუპულები გადაიყვანეს ჰმეიმიმში, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე. ავარიის მიზეზი ჯერ უცნობია. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 14 მარტს გამოაცხადა, რომ რუსეთს სირიიდან გაჰყავს თავისი სამხედრო კონტინგენტის ძირითადი ნაწილი. მომდევნო დღეებში სირიიდან გაფრინდა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების, დაახლოებით, ნახევარი. მეორე მხრივ, რუსეთს კვლავაც ჩააქვს სამხედრო აღჭურვილობა სირიაში. ექსპერტების შეფასებით, კრემლმა კი არ შეკვეცა, არამედ შეცვალა თავისი სამხედრო კონტინგენტი: ახლა უმეტესწილად ვერტმფრენებს იყენებს სირიის არმიის დასახმარებლად.

XS
SM
MD
LG