Accessibility links

ვაშინგტონში საპროტესტო აქციაზე დააკავეს 400-ზე მეტი ადამიანი


ვაშინგტონში 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს აქციაზე, რომელზეც აპროტესტებდნენ პოლიტიკაზე ფულის გავლენას. პოლიციის ინფორმაციით, უმრავლესობა დააკავეს შეერთებული შტატების მთავრობის შენობების მახლობლად უკანონო ქმედებების, მათ შორის ობსტრუქციის გამო. ჯგუფ „დემოკრატიის გაზაფხულის“ წევრები ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის ბორცვთან 11 აპრილს შეიკრიბნენ ლოზუნგებით „მოაშორეთ დიდი ფული პოლიტიკას“, „დაიცავით არჩევანის უფლება“. ჯგუფის ვებსაიტზე ვკითხულობთ, რომ მიზანია კონგრესზე ზეწოლა, რათა დაუყოვნებლივ მიმართოს ზომებს პოლიტიკაში დიდი ფულით მოსყიდვისთვის ბოლოს მოსაღებად და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად.

XS
SM
MD
LG