Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში აპროტესტებენ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის განხილვას


ყირგიზეთში უფლებადამცველები შეიკრიბნენ პარლამენტის შენობასთან „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის განხილვის გასაპროტესტებლად. კანონპროექტის მიხედვით, „უცხოეთის აგენტებად“ გამოცხადდებიან არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პოლიტიკურ პროცესში არიან ჩართული და დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ. კანონპროექტი შექმნილია რუსეთში 2012 წელს ამოქმედებული კანონის ანალოგიით. აქტივისტების განცხადებით, რუსეთში ამ კანონს ოპონენტების შესავიწროვებლად იყენებენ. თუ ყირგიზეთის პარლამენტი ახლა მესამე მოსმენითაც დაამტკიცებს კანონპროექტს, ის ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება და კანონი გახდება.

XS
SM
MD
LG