Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოქვეყნდა უკრაინის საკითხზე ნიდერლანდში გამართული რეფერენდუმის საბოლოო შედეგები


დღეს გამოქვეყნდა 6 აპრილს ნიდერლანდში გამართული რეფერენდუმის საბოლოო შედეგები, რომელთა მიხედვით ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა ევროკავშირთან უკრაინის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას. თაობაზე რეფერენდუმზე გამოტანილ სადავო საკითხს. დოკუმენტის რატიფიკაციის მოწინააღმდეგეთა რიცხვმა რეფერენდუმის მონაწილეთა 61 პროცენტი შეადგინა, ხოლო მომხრეთა რაოდენობა 38,2 პროცენტი იყო. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 32-მა პროცენტმა, რითაც დაძლეულ იქნა გამოკითხვის ჩატარებულად გამოცხადებისთვის აუცილებელი მინიმალური ზღვარი. ამასთანავე, რეფერენდუმს კანონის ძალა არა აქვს. ევროკავშირის ყველა დანარჩენმა წევრმა უკვე მოახდინა უკრაინასთან ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია.

XS
SM
MD
LG