Accessibility links

logo-print

ევროკომისია არ აპირებს კიევისთვის სავიზო ლიბერალიზაციის წინადადებაზე უარის თქმას


ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა განაცხადა, რომ ევროკომისიას გადაწყვეტილი აქვს, დაადასტუროს თავისი რეკომენდაცია უკრაინისთვის სავიზო ლიბერალიზაციის შემოღების თაობაზე - მიუხედავად ნიდერლანდში გამართული რეფერენდუმის უარყოფითი შედეგისა. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ჰანმა აღნიშნა, რომ „უსამართლობა“ იქნებოდა კიევისთვის სავიზო ლიბერალიზაციაზე უარის თქმა, რადგან ბრიუსელი უკრაინას „მუდამ უყენებდა გარკვეულ პირობებს“. როგორც ჩვენი ბრიუსელელი კორესპონდენტი იქაურ სანდო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის წინადადებას ოფიციალურად გამოაცხადებენ აპრილის მიწურულს, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, როდის უყრიან კენჭს ამ წინადადებას ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ევროპარლამენტი.

XS
SM
MD
LG