Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ჯერ არ მოჰყოლია შედეგი ძალისხმევას ახალი მთავრობის შესაქმნელად


უკრაინაში ჯერ არ მოჰყოლია შედეგი მოლაპარაკებას ახალი მთავრობის შესაქმნელად. დავის გამო გადაიდო პარლამენტში კენჭისყრა კაბინეტში ცვლილებებზე. მოსალოდნელია, რომ გადადგება ფინანსთა მინისტრი ნატალია იარესკო და გაძლიერდება მთავრობაზე პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გავლენა. ახალი მმართველი კოალიციის შექმნა აუცილებელია, რათა ბოლო მოეღოს პოლიტიკურ კრიზისს, რომლის გამოც ყოვნდება უკრაინისათვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსური დახმარების მორიგი ტრანშის მიწოდება. მას შემდეგ, რაც უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა გადადგომის შესახებ გამოაცხადა, მის მემკვიდრედ განიხილება პარლამენტის თავმჯდომარის, ვლადიმირ გროისმანის კანდიდატურა. მაგრამ პარლამენტში პოროშენკოს ბლოკის წარმომადგენელმა, ალექსი გონჩარენკომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ახალ კოალიციაზე მოლაპარაკება 12 აპრილს უშედეგოდ დასრულდა იმის გამო, რომ ვერ მიაღწიეს ერთსულოვნებას ეკონომიკის, ენერგეტიკის, კულტურისა და ჯანდაცვის მინისტრების ვინაობაზე. გონჩარენკოს ვარაუდით, ახალ მთავრობაზე კენჭისყრა პარლამენტში 13, ან 14 აპრილს გაიმართება.

XS
SM
MD
LG