Accessibility links

20 აპრილს გაიმართება ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა, რომელიც პირველია 2014 წლის შემდეგ


ნატო-რუსეთის საბჭო 20 აპრილს გამართავს 2014 წლის შემდეგ თავის პირველ სხდომას. ნატოს პრესმდივნის, კარმენ რომეროს განცხადებით, განსახილველ საკითხებს შორის არის ომი აღმოსავლეთ უკრაინაში და მის მოსაგვარებლად დადებული მინსკის შეთანხმებების სრულად შესრულება. სხდომაზე, რომელიც ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართება, ასევე იმსჯელებენ ვითარებაზე ავღანეთში და ტერორიზმის საფრთხეებზე. სხდომაზე რუსეთის წარმომადგენელი იქნება ნატოში ამ ქვეყნის ელჩი. ნატო-რუსეთის სხდომა იქნება პირველი ასეთი შეკრება 2014 წლის ივნისის შემდეგ, როცა ნატომ შეაჩერა თანამშრომლობა მოსკოვთან ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლი სეპარატისტების მხარდაჭერის გამო.

XS
SM
MD
LG