Accessibility links

logo-print

რუსეთის ავიაგამანადგურებლებმა „განსაკუთრებულად ახლოს“ ჩაუფრინეს ბალტიის ზღვაში აშშ-ის საესკადრო ნაღმოსანს


აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალური პირის თანახმად, რუსეთის ორმა ავიაგამანადგურებელმა აგრესიულად გადაუფრინეს აშშ-ის საესკადრო ნაღმოსანს დათავდასხმის სიმულაცია გაკეთეს რუსეთის სანაპიროსთან, საერთაშორისო წყლებში. რუსეთის „სუ-24-ის“ ტიპის თვითმფრინავები არ იყვნენ შეიარაღებული 12 აპრილის ინციდენტის დროს, მაგრამ ისე ახლოს ჩაუფრინეს აშშ-ის გამანადგურებელს, რომ წყალზე ტალღები გაჩნდა. ამავე ცნობით, რუსეთის „კა 27-ის,„ჰელიქსის“, ტიპის შვეულმფრენმა შვიდჯერ შემოუარა ნაღმოსან „დონალდ კუკს“ და სურათები გადაუღო. „დონალდ“ კუკმა 11 აპრილს დატოვა პოლონეთის გდინიას ნავსადგური და ბალტიის ზღვაში იმყოფება. ნაღმოსანს მსგავსი 2014 წელსაც შეემთხვა შავ ზღვაში.

XS
SM
MD
LG