Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში რამდენიმე ასეულმა დემონსტრანტმა რუსეთის მიერ აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვა გააპროტესტა


ერევანში, თავისუფლების მოედნიდან რუსეთის საელჩოსკენ საპროტესტო მსვლელობა გაიმართა. რამდენიმე ასეული დემონსტრანტი პროტესტს გამოთქვამდა რუსეთის მიერ აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვის გამო. ამ ქმედებამ, აქციის მონაწილეთა აზრით, გამოიწვია საბრძოლო მოქმედებები 2 აპრილს, სეპარატისტულ ირეგიონის, მთიანი ყარაბაღის გარშემო. შეკრებილები რუსეთისგან მოითხოვენ, რომ როგორც სომხეთის სამხედრო მოკავშირემ, დაუყოვნებლივ შეასრულოს თავისი ვალდებულებები და შეწყვიტოს აზერბაიჯანისთვის საბრძოლო იარაღის მიყიდვა.

XS
SM
MD
LG