Accessibility links

logo-print

ანდრეი პარუბი უკრაინის პარლამენტის სპიკერად აირჩიეს


უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ, „ვერხოვნა რადამ“ 284 ხმით ანდრეი პარუბი აირჩია პარლამენტის თავმჯდომარედ. მანამდე პარუბი სპიკერის, ვლადიმირ გროისმანის მოადგილედ მუშაობდა. ახალმა სპიკერმა მოუწოდა დეპუტატებს, რომ „დადგნენ პოლიტიკურ ამბიციებზე მაღლა იმ სახელმწიფოს ინტერსებიდან გამომდინარე, რომელიც ოკუპანტებს ებრძვის.“ „ვერხოვნა რადას“ ახალი სპიკერი უკრაინის „ღირსების რევოლუციის“ დროს „ევრომაიდნის“ შტაბის ხელმძღვანელი იყო.

XS
SM
MD
LG