Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება სტრასბურგში


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე იმყოფება სტრასბურგში, სადაც შეხვედრებს მართავს ევროპარლამენტის კომიტეტებისა და ფრაქციების წარმომადგენლებთან. შეხვედრების დღის წესრიგშია საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგის განხორციელება და ამ პროცესში ევროპარლამენტთან თანამშრომლობის გააქტიურება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხსენებელმა საქართველოს საკითხებზე ანდრეს მამიკინსმა მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სავიზო ლიბერალიზაციის საკითხში საქართველოს აქვს ევროპარლამენტის მტკიცე მხარდაჭერა. სამინისტროს ცნობითვე, საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას მიმდინარე წლის ზაფხულში ელოდება ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკი. მისი შეფასებით, საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გზაზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და ტექნიკური მხარე მთლიანად შეასრულა. საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარს უჭერს ევროპარლამენტში სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფიც. მისმა საგარეო კოორდინატორმა რიჩარდ ჰაუიტმა საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს განუცხადა, რომ სოციალ-დემოკრატები საქართველოს დაეხმარებიან პროცესის დაჩქარებაში.

XS
SM
MD
LG