Accessibility links

logo-print

პუტინმა თურქეთის ხელმძღვანელობა „ტერორისტებთან თანამშრომლობაში“ დაადანაშაულა


რუსეთის პრეზიდენტმა ტერორისტებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა თურქეთის ხელისუფლება და აღნიშნა, რომ „თურქეთის სამხრეთში ნამდვილი სამოქალაქო ომი მიმდინარეობს.“ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი რამდენიმე საათის განმავლობაში ტელეფონის საშუალებით ღია ეთერში უპასუხებს რუსეთის მოქალაქეების შეკითხვებს. რუსეთის პრეზიდენტი ყოველწლიურად მართავს ასეთ საინფორმაციო კამპანიას, რაც რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიების საშუალებით პირდაპირ ეთერში გადაიცემა. რუსეთის პრეზიდენტს დაუსვეს შეკითხვები ქვეყანაში გზების სავალალო მდგომარეობაზე, საზღვარგარეთიდან იაფფასიანი მედიკამენტების შეუზღუდავ იმპორტზე და რუსეთ-თურქეთის დაძაბულ ურთიერთობებზე.

XS
SM
MD
LG