Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების თარიღს მაისში გამოაცხადებს


საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას მაისის დასაწყისში გამოსცემს. მანამდე პრემიერ-მინისტრმა ხელი არ მოაწერა განკარგულებას არჩევნებისთარიღის, 8 ოქტომბრის, ექვსი თვით ადრე დანიშვნის თაობაზე და პრეზიდენტს სთხოვა, განკარგულება ხელმოსაწერად 2016 წლის 8 ივლისისათვის გაუგზავნოს. ბრიფინგზე მარგველაშვილმა განმარტა, რომ წინანდელი განკარგულების ტექსტი, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა დღეს ხელი არ მოეწერა, - მთავრობასთან სიტყვა-სიტყვით იყო შეთანხმებული.„მინდა მოგახსენოთ, რომ ეს დოკუმენტი გამოვეცი იმდენად, რამდენადაც დამარწმუნა საქართველოს მთავრობამ, რომ 60 დღეზე ადრე არჩევნების დანიშვნა იქნებოდა ფინანსურად დამანგრეველი. აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის და თურმე შეიძლება უფრო ადრეც დაინიშნოს. შესაბამისად მაისის დასაწყისში მე გამოვცემ აქტს, სადაც იქნება ერთი წინადადება არჩევნების დანიშვნის თაობაზე”, - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ „მზად არის არჩევნების ადმინისტრირების დაფინანსების ნაწილში მთავრობას შეეხიდოს.“

XS
SM
MD
LG