Accessibility links

logo-print

თალიბებმა პოლიციის ხელმძღვანელი და კიდევ 7 პირი მოკლეს


სავარაუდოდ, თალიბების მიერ მოწყობილი ჩასაფრებული თავდასხმის შედეგად 14 აპრილს დაიღუპა მაღალჩინოსანი ქაჰარ ხურმ ააბი, რომელიც ავღანეთის ჩრდილოეთ პროვინციების ტახარისა და ყუნდუზის დამაკავშირებელი მაგისტრალის დაცვის პოლიციის უფროსი იყო. თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ ასევე პოლიციის უფროსის დაცვის 4 წევრი და გამვლელი 3 ქალი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ცხელ კვალზე თალიბებს არ აუღიათ.12 აპრილს თალიბანმა დაწყებულად გამოაცხადა საგაზაფხულო თავდასხმების სეზონი, სახელწოდებით „ოპერაცია ომარი“, ექსტრემისტების ყოფილი ლიდერის მულა მოჰამედ ომარის ხსოვნის პატივსაცემად. თალიბანის იერიშები განსაკუთრებით გაძლიერდა 2014 წლიდან, მას შემდეგ, რაც ავღანეთი დატოვეს ნატოსა და მისი პარტნიორი ქვეყენების მრავალეროვნულმა საბრძოლო დანაყოფებმა. გასულ წელს, თალიბანის მიერ მოწყობილი თავდასხმების შედეგად ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა 5 500 სამხედრო დაკარგეს. 14 000 კაცი კი დაიჭრა.

XS
SM
MD
LG