Accessibility links

logo-print

კვირიკაშვილმა მოსახლეობას დედაენის დღე მიულოცა


14 აპრილს საქართველო დედაენის დღეს აღნიშნავს. "ქართული ენა ჩვენი ერის უდიდესი სიმდიდრე და ჩვენი იდენტობის პირველი ნიშანია", - ნათქვამია სქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვაში, რომელშიც ხაზგასმულია, რომ 1978 წლის 14 აპრილს ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის დასაცავად ათასობით კაცი გამოვიდა ქუჩაში. გიორგი კვირიკაშვილის აზრით, ეს იყო წარმოუდგენელი გამბედაობა და ვაჟკაცობა. ეს მუხტი იმდენად ძლიერი იყო, რომ საბჭოთა რეჟიმი იძულებული გახდა, დათმობაზე წასულიყო და დაეკმაყოფილებინა ერთ მუშტად შეკრული ხალხის მოთხოვნა. ქართულმა ენამ სახელმწიფო ენის სტატუსი შეინარჩუნა. „14 აპრილის პროტესტმა ნათლად აჩვენა, რომ ქართველი ხალხი ყოველთვის დაიცავს თავის უმთავრეს ღირებულებებს. დღეს ჩვენი ვალია მოვუფრთხილდეთ და დავიცვათ ქართული ენა“, - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მისალოც მიმართვაში.

XS
SM
MD
LG