Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასრულდა ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრის პირველი სწავლება


ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის პირველი სწავლების დასრულების ცერემონია. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატოს ლოგისტიკის ათდღიანი კურსი საქართველოში პირველად ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო 8 უკრაინელმა და 15 ქართველმა სამხედრომ. მათ შეისწავლეს ლოგისტიკის დოქტრინები, კრიზისებზე რეაგირების ოპერაციებში ლოგისტიკის დაგეგმვის პროცედურები და შესაბამისი სერტიფიკატები მიიღეს. ცერემონიას დაესწრნენ წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე და ნორვეგიის თავდაცვის საერთაშორისო ცენტრის კომენდანტი, ვიცე-პოლკოვნიკი კიელ პედერსენი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ნატოს ლოგისტიკური კურსი ალიანსის მიერ რეგიონის უსაფრთხოების მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია, ხელს უწყობს საქართველოს მისწრაფებებს რეგიონული პარტნიორობის გასაღრმავებლად და საქართველოსთან, როგორც ნატოს სამშვიდობო მისიების მნიშვნელოვან მონაწილესთან ალიანსის აქტიურ თანამშრომლობაზე მიუთითებს.

XS
SM
MD
LG