Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა დაბლოკა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ვებსაიტი


თურქეთის მთავრობამ დაბლოკა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკის“ ვებსაიტი. ამის შესახებ განცხადება ტვიტერით გაავრცელა „სპუტნიკ თურქეთის“ მთავარმა რედაქტორმა, მაჰირ ბოსთეპემ - მისი თქმით, თურქეთის მომხმარებლები არა მხოლოდ სააგენტოს თურქულენოვანი საიტით ვერ სარგებლობენ, არამედ მასთან დაკავშირებული სხვა საიტებითაც, რომლებიც 31 ენაზე ფუნქციონირებს. თურქეთის ტელეკომუნიკაციების და ინტერნეტის მარეგულირებელ სააგენტოს ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. ამ ნაბიჯმა შესაძლოა კიდევ უფრო გააუარესოს მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობა, რომელიც დაძაბულია მას შემდეგ, რაც თურქეთმა 2015 წლის ნოემბერში ჩამოაგდო რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი. თურქეთ-სირიის საზღვართან მომხდარი ამ ინციდენტის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თურქეთს სანქციები დაუწესა და ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფები და თურქეთის მედიის ზოგიერთი წარმომადგენელი აცხადებენ, რომ ქვეყანაში უპრეცედენტო ზეწოლა მიმდინარეობს ოპოზიციურ ძალებზე. ბოლო თვეებში კონფისკაცია გაუკეთეს ან დახურეს რამდენიმე ოპოზიციური გაზეთი თუ სამაუწყებლო კომპანია, რომლებსაც ტერორისტულ მოქმედებებში დასდეს ბრალი.

XS
SM
MD
LG