Accessibility links

ავღანეთის სამხედრო უწყება: საჰაერო თავდასხმებში მოკლულია „ისლამური სახელმწიფოს“ 40 ექსტრემისტი


ავღანეთის სამხედრო უწყების განცხადებით, მისმა ძალებმა აღმოსავლეთის პროვინცია ნანგარჰარში მიზანში ამოიღეს ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები და სულ მცირე 40 მათგანი მოკლეს. თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის განცხადებით, საჰაერო თავდასხმა განხორციელდა 14 აპრილს, გვიან ღამით, აჩინის რაიონში. მისივე თქმით, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში დაჭრილებიც არიან. რეგიონის გუბერნატორის, გალიბ მუჯაჰიდის თქმით, საჰაერო თავდასხმამ მიზანში ამოიღო „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების შეხვედრა, რომელიც პიხა ლატაბანდის რაიონში იმართებოდა. მუჯაჰედის ინფორმაციით, მოკლულებს შორის უმეტესობა უცხოელი მებრძოლი იყო, რომელთა გვამებიც ადგილობრივი სოფლის მოსახლეობამ შეაგროვა და გადასცა „ისლამურ სახელმწიფოს“, რომელმაც ნანგარჰარში პოზიციების გამყარება შესძლო. ნანგანჰარში ინტენსიური შეტაკებები იყო „ისლამური სახელმწიფოს“ და თალიბანის მებრძოლებს შორის. ანალიტიკოსების შეფასებით, „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებისგან ბევრი თალიბანის ყოფილი წევრია, რომლებსაც იმედი გაუცრუვდათ, რადგან მეამბოხეთა მოძრაობამ ვერ შესძლო ქაბულის მთავრობის დამხობა.

XS
SM
MD
LG