Accessibility links

logo-print

მთიანი ყარაბაღი: აზერბაიჯანის მხრიდან გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლა მეომარი


მთიან ყარაბაღში სომხეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული ძალები აცხადებენ, რომ მათი მეომარი იმსხვერპლა აზერბაიჯანის ძალების მიერ გახსნილმა ცეცხლმა. მიმდინარე თვეში ათობით პირი დაიღუპა შეტაკებებში აზერბაიჯანის ძალებს და სომხეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის. ეს იყო ბოლო ათწლეულების განმავლობაში კონფლიქტის ერთ-ერთი უმწვავესი ესკალაცია. მოსკოვის შუამავლობით მიღწეული ზავი, რომელიც 5 აპრილს ამოქმედდა, დიდწილად ძალაშია, თუმცა დროდადრო მაინც არის სროლის შემთხვევები. მთიანი ყარაბაღი ძირითადად ეთნიკური სომხებით დასახლებული რეგიონია აზერბაიჯანში. ადრეულ 1990-იან წლებში სეპარატისტებმა ტერიტორიაზე დე-ფაქტო კონტროლის დასამყარებლად ბრძოლა დაიწყეს, რასაც 30,000-მდე ადამიანი შეეწირა. აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი 13 აპრილს ჩავიდა სტამბოლში, სადაც ბაქოს ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერთან, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან განიხილა მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება.

XS
SM
MD
LG