Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიაში ვადამდელი არჩევნები 5 ივნისს გაიმართება


მაკედონიაში 5 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა მას შემდეგ, რაც კანონმდებლებმა პარლამენტი დაითხოვეს. ეს ნაბიჯი ნაწილი იყო ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებისა, რომელიც ითვალისწინებს ფართოდ გავრცელებული ფარული მოსმენების შესახებ სკანდალით გამოწვეული პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლას. ოპოზიციას ნათქვამი აქვს, რომ ბოიკოტს გამოუცხადებს არჩევნებს. კრიზისი მიმდინარე კვირაში კიდევ უფრო გაღრმავდა - მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ჯორჯე ივანოვმა ამნისტია შეუფარდა 56 პირს, რომლებსაც შესაძლოა კავშირი ჰქონოდათ სკანდალთან. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მწვავე და ზოგ შემთხვევაში ძალადობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა მაკედონიის დედაქალაქში, ბოლო სამი დღის განმავლობაში. სკოპიეში 14 აპრილს გამართულ აქციაზე დაშავდა ექვსი პოლიციელი, დააკავეს ერთი დემონსტრანტი. მაკედონიის მმართველმა პარტიამ 15 აპრილს გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერს, რომ ქვეყანაში მოქმედ კიდევ სამ უმსხვილეს პარტიას მოუწოდებს პრეზიდენტს მიმართონ გადაწყვეტილების გადასინჯვის თხოვნით. შეწყალებას შეშფოთებით შეხვდნენ ევროპასა და აშშ-ში. ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ეჭვი გამოთქვა, კვლავაც თუ არის შესაძლებელი სანდო არჩევნების გამართვა.

XS
SM
MD
LG