Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია და საფრანგეთი უკრაინის ახალ მთავრობას რეფორმებისკენ მოუწოდებენ


გერმანიამ და საფრანგეთმა უკრაინის ახალ პრემიერ-მინისტრს, ვლადიმირ გროისმანს მოუწოდეს სწრაფად გაატაროს ეკონომიკური რეფორმები და დაიცვას მინსკის შეთანხმებები, რომლებიც ითვალისწინებს ქვეყნის აღმოსავლეთში მოქმედ, რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან კონფლიქტის დარეგულირებას. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა და გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ეს მოწოდება 15 აპრილს, სატელეფონო საუბარში გამოთქვეს. უკრაინის პარლამენტმა 14 აპრილს დაამტკიცა გროისმანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე და მთავრობის ახალი შემადგენლობა.გროისმანმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე შეცვალა არსენი იაცენიუკი. ეს სამთავრობო შემადგენლობის ყველაზე მასშტაბური ცვლილებები იყო უკრაინაში პრო-დასავლური ხელისუფლების მოსვლის შემდეგ. ეს მთავრობა ხელისუფლებაში მოვიდა მას შემდეგ, რაც 2014 წელს დაემხო კრემლის მოკავშირის, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობა. გროისმანს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მიულოცა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც - რომელმაც მას ასევე მოუწოდა სწრაფი რეფორმების გატარებისკენ.

XS
SM
MD
LG