Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკო აცხადებს, რომ გააღრმავებს კავშირებს ისლამურ ქვეყნებთან


ბელორუსიის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ მის ქვეყანას სურს „გააძლიეროს და გააღრმავოს“ კავშირები ისლამურ სამყაროსთან. 14 აპრილს, სტამბოლში, ისლამური კონფერენციის ორგანიზაციის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ლუკაშენკომ თქვა, „სრულიად ნათელია, რომ მუსლიმთა გარეშე შეუძლებელია ჭეშმარიტად მრავალპოლუსიანი მსოფლიოს შექმნაო“. მისი თქმით, „მსოფლიოს სხვა წამყვან გეოპოლიტიკურ მოთამაშეებთან ერთად, ისლამურ სამყაროს შეუძლია სტაბილურობის და უსაფრთხოების ერთ-ერთ საყრდენად იქცეს“. ლუკაშენკომ ისლამურ ქვეყნებს მოუწოდა გაერთიანდნენ და „გადალახონ შიდა უთანხმოებები“. ბელორუსია არ არის ამ 56 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის წევრი, თუმცა ლუკაშენკომ მაინც მიიღო მონაწილეობა 12-14 აპრილს გამართულ სამიტში.

XS
SM
MD
LG