Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტი რუსეთს მოუწოდებს გაათავისუფლოს ნადია სავჩენკო


საქართველოს პარლამენტმა ერთხმად, 85 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელიც გამოდის უკრაინელი სამხედრო პილოტის და დეპუტატის, ნადია სავჩენკოს რუსეთის ციხიდან გათავისუფლების მოწოდებით. სავჩენკო ციხეში 2014 წლიდან იმყოფება - მას შემდეგ, რაც, რეზოლუციის ტექსტის თანახმად, „ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილეობის დაუდასტურებელი ბრალდებით“ ის „უკანონოდ“ გადაიყვანეს აღმოსავლეთ უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე. მას რუსეთის სასამართლომ 22 წლით მიუსაჯა პატიმრობა.საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ქალბატონი ნადია სავჩენკო და უკანონოდ დაკავებული სხვა უკრაინელი მოქალაქეები ან ისინი უკრაინას გადასცეს“ და ასევე „არ დაუშვას ქალბატონი ნადია სავჩენკოს და სხვა უკანონოდ დაკავებული, მძევლად ქცეული უკრაინის მოქალაქეების სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნა და მათი ფუნდამენტური უფლებების დარღვევა“. რეზოლუცია პარლამენტმა ოპოზიციური თავისუფალი დემოკრატების ინიციატივით მიიღო.

XS
SM
MD
LG