Accessibility links

logo-print

მიგრანტთა კრიზისი იყო საბერძნეთში რომის პაპის ვიზიტის ყურადღების ცენტრში


რომის პაპ ფრანცისკეს 16 აპრილის ხანმოკლე, სიმბოლური მნიშვნელობის ვიზიტი საბერძნეთში იმ მიგრანტებისადმი სოლიდარობის გამოხატულებას წარმოადგენს, რომელთა მასიურმა მოზღვავებამ ევროპელი პოლიტიკოსების აღშფოთება გამოიწვია. ფრანცისკემ, რომელიც მსოფლიოში მცხოვრები 1,2 მილიარდი კათოლიკეს მამამთავარია, ექვსი საათი დაჰყოფს კუნძულ ლესბოსზე, რომელიც ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე მდგარი ევროპის ფრონტის ხაზს წარმოადგენს. „ეს არის მოგზაურობა, რომელიც სევდითაა აღბეჭდილი“, - უთხრა ფრანცისკემ ჟურნალისტებს. რომის პაპმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მზად არის თავისთან წაიყვანოს 10 დევნილი, რაც არ არის მოულოდნელი შეთავაზება, რადგან ვატიკანი უკვე მასპინძლობს დევნილთა ორ ოჯახს. საბერძნეთის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, იტალიაში წასვლას რვა სირიელსა და ორ ავღანელს შესთავაზებენ.

XS
SM
MD
LG