Accessibility links

logo-print

ალექსანდ ვერშბოუ: მოკავშირეები მზად არიან საქართველოს სუვერენიტეტის დაცვაში დაეხმარონ


სლოვაკეთის დედაქალაქში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში, საქათველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს ალექსანდერ ვერშბოუს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხიდაშელმა და ვერშბოუმ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაზე და ვარშავაში დაგეგმილი ნატოს სამიტისთვის მზადების პროცესი განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსაც.„ვისაუბრეთ ალიანსის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერის გაგრძელებაზე. იმ დროს, როდესაც მსგავს სიტუაციაში მყოფი სხვა ქვეყანა - უკრაინა, რუსეთიდან პირდაპირი საფრთხის წინაშე იმყოფება, მოკავშირეები მზად არიან საქართველოს ყველანაირად დაეხმარონ ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაში,“ - აღნიშნა ალექსანდერ ვერშბოუმ შეხვედრის დასრულების შემდეგ. ბრატისლავაში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკვე შეხვდა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში და გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის. ფორუმის მეორე დღეს დაგეგმილია შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწესთან სახალხო დიპლომატიის საკითხებში, ელჩ ტაკან ილდემთან.

XS
SM
MD
LG