Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუდენტებმა თბილისში საპროტესტო აქციები განაახლეს


სტუდენტთა აქტივისტების ჯგუფ „აუდიტორია 115”-ის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა, რომლებიც უნივერსიტეტის მმართველობის გაუმჯობესებას და სტუდენტთა თვითმმართველობის გაძლიერებას მოითხოვენ, 16 აპრილს საპროტესტო აქცია სახელმწიფოს კანცელარიასთან გამართეს. ”აუდიტორია 115”-ის წევრებმა აქცია დღეს უნივერსიტეტის მე-6 კორპუსთან დაიწყეს, შემდეგ კი უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეთა ძირითადი მოთხოვნებია: უნივერსიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლობებს უნდა ახორციელებდნენ საფაკულტეტო საბჭოებსა და სენატში არჩეული წევრები. ყველა სხვა სტუდენტური სტრუქტურა უნდა გაუქმდეს. დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს რექტორისა და აკადემიური საბჭოს არჩევის წესი, აკადემიური საბჭოს შემადგენლობა. სტუდენტები ასევე მოითხოვენ თსუ-ს პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორიაში პრემიერ-მინისტრის მისვლას. აქციის მონაწილეები აგრეთვე ითხოვენ გამოიძიონ, თუ ვისი ბრძანებით მოქმედებდა უნივერსიტეტში უსაფრთხოების ოფიცრის ინსტიტუტი.

XS
SM
MD
LG