Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნადეჟდა სავჩენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად გაუარესდა


რუსეთის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა იზოლაციაში ამყოფოს ნადეჟდა სავჩენკო, რომელიც 11 დღე-ღამის განმავლობაში მშრალ შიმშილობაზე იმყოფება, - განაცხადა უკრაინელი მფრინავი ქალის ერთ-ერთმა ავოკატმა ნიკოლაი პოლოზოვმა. მისივე თანახმად, პატიმრის მდგომარეობას არ აუმჯობესებს არც შიდა გადასხმები, რომლებიც მხოლოდ ანალიზებზე ახდენს დადებით გავლენას და არა პაციენტის შინაგან ორგანოებზე. „იმ ექიმის თქმით, რომელმაც სავჩენკო შეამოწმა, ნადეჟდას მდგომარეობა სიკვდილის ტოლფასია,“- განაცხადა ნადეჟდა სავჩენკოს თანაშემწე ოლეგ მეზენცევმა უკრაინულ გამოცემა „უკრიანსკაია პრავდასთან“ საუბარში.

XS
SM
MD
LG