Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიაში მეოთხე დღეა გრძელდება ანტისამთავრობო აქციები


ათასობით დემონსტრანტი მეოთხე დღეა აგრძელებს სამშვიდობო აქციას მაკედონიის პარლამენტის შენობის წინ მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გადაწყვეტილება მიიღო ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის მიზნით. აქციის მონაწილეები მოითხოვენ მაკედონიის პრეზიდენტის გიორგე ივანოვის გადადგომას მოითხოვენ. დემონსტრანტები მას ბრალად უყენებენ იმ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას, რომელიც მასობრივი უკანონო მოსმენების თაობაზე აღიძრა და რომელიც ეჭვმიტანილად მიიჩნევდა ბევრ მოხელეს, მათ შორის ყოფილ პრემიერ-მინისტრს.

XS
SM
MD
LG