Accessibility links

კვირიკაშვილი უნივერსიტეტში აქციის მონაწილე სტუდენტებს ხვდება


„მოვედი, რომ მოვუსმინო და საერთო აზრამდე მივიდეთ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც საპროტესტო აქციაში მონაწილე სტუდენტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხვდება. სტუდენტებს პიკეტირებული აქვთ უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი და განათლების სამინისტროსაგან კონკრეტული მოთხოვნების შესრულებას ითხოვენ. სტუდენტები მიიჩნევენ, რომ უნივერსიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლობებს უნდა ახორციელებდნენ საფაკულტეტო საბჭოებსა და სენატში არჩეული წევრები; ყველა სხვა სტუდენტური სტრუქტურა უნდა გაუქმდეს. დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს რექტორისა და აკადემიური საბჭოს არჩევის წესი, აკადემიური საბჭოს შემადგენლობა.

XS
SM
MD
LG