Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაქარეიშვილი „უკანონოს“ უწოდებს რუსეთის სახელმწიფო დუმის გადაწყვეტილებას


შერიგებისა და სამოქალაქო საკითხების სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა „უკანონოდ ხელმოწერილი, უკანონო ხელშეკრულების, უკანონო რატიფიკაცია“ უწოდა, რუსეთის დუმის მიერ მოსკოვსა და თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთის შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელმოწერილი ხელშეკრულების რატიფიცირებას. სათათბირომ ამ შეთანხხმების რატიფაკაცია 15 აპრილს მოახდინა. სახელმწიფო მინისტრის თქმით, ადგილი აქვს ოკუპაციის გაგრძელებას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა, სახელმწიფო საზღვრის შესახებ ცხინვალსა და მოსკოვს შორის მიღწეული შეთანხმების რატიფიცირებას, „რუსეთის ინტერესებისათვის სრულად შესაბამისი“ უწოდა. რუსი მაღალჩინოსნის თქმით, შეთანხმებაზე მუშაობის პროცესში მოხდა 74 კილომეტრის სიგრძის დე-ფაქტო საზღვრის დელიმიტაცია, რომლის საფუძვლადაც საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდისათვის არსებულ, რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვარი იქნა აღებული.

XS
SM
MD
LG