Accessibility links

logo-print

ირანში აღლუმზე რუსული წარმოების ს-300 ტიპის საზენიტო სისტემა გამოჩნდა


17 აპრილს ირანში ჩატარებული სამხედრო აღლუმის დროს პირველად იქნა დემონსტრირებული რუსული წარმოების ს-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის კომპონენტი. ირანის არმიის დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდა ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი, რომელმაც განაცხადა, რომ ირანის შეიარაღება მხოლოდდამხოლოდ ქვეყნის თავდაცვასა და შეკავებაზეა ორიენტირებული. 11 აპრილს ირანმა განაცხადა, რომ რუსეთისაგან მიიღო საჰაერო-სარაკეტო თავდაცვითი სისტემის პირველი კომპონენტი. საერთაშორისო სანქციების დაწესების შემდეგ მოსკოვმა 2010 წელს შეაჩერა ირანისათვის ს - 300 ტიპის საზენიტო შეიარაღების სისტემის მიწოდება. ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე საერთაშორისო შეთანხმების მიღწევის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2015 წლის აპრილში გააუქმა მის მიერ ხელმოწერილი იარაღის ემბარგო.

XS
SM
MD
LG